17-08-2020
"რუსთავი 2-ის" დაკვეთით ავტორიტეტულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.
საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" 52%
"ენმ" 19%
"ევროპული საქართველო" 8%
"პატრიოტთა ალიანსი" 5%
"ლელო" 5%
"ახალი საქართველო" 4%
სხვა 7 %
კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით კომპანია საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებსაც გაგაცნობთ.