17-08-2020
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 პროცენტით მეტია და 3.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს.
2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2019 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 41.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ასახავს დიაგრამა, რომლის მიხედვით, პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება - 18.0 პროცენტით, მეორეზეა თურქეთი 13.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე -
ირლანდია 10.2 პროცენტით.
2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 50.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 20.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და
კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით.