გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: საჭირო იყო ჩვენი ელჩი ჩაფრენილიყო იქ, სადაც მისი სამუშაოა და ამ საჭიროების გამო დაინიშნა ცალკე რეისი

17-08-2020

,,ეს არ იყო სპეცრეისი, ეს იყო ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი, რომელიც ხორციელდება პანდემიასთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტვ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი განცხადებით, ნებისმიერი ფრენები ხორციელდება ჩარტერული რეისით.

,,ეს არ იყო პირველი. მსგავსი რეისები ბევრჯერ განხორციელებულა. ამიტომ მცდელობა, რომ არაფრისგან დავხატოთ ბუნდოვანება, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. დამალული არაფერია და დღეს პირდაპირ იქნა განმარტებული, თუ რატომ დაიგეგმა ეს რეისი. როცა მთავრობას და ხელისუფლებას სჭირდება და არ არის საშუალება კომერციული რეისი დაინიშნოს, მაშინ იყენებენ ამ სამთავრობო თვითმფრინავს. ესაა სამთავრობო თვითმფრინავის დატვირთვა.

გაუგებარი რატომ უნდა იყოს, რომ ელჩმა გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, რადგან იყო საჭიროება, ჩაფრენილიყო ბელორუსში თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ელჩი იმყოფებოდა საქართველოში, საჭირო იყო ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი"-განმარტა კახა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031