გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდა

17-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავის აკადემიაში გამართულ მეორე ლიგის ოფიციალური მატჩს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს რუსთავისა - დუშეთის „არაგვის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში 8 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს ემსახურება. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სასტუმრო, სასადილო, სასწავლო აუდიტორია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში კი მოწყობილია გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი და სხვა დამხმარე ოთახები.

ამ ეტაპზე აკადემიაში მთელი წლის განმავლობაში 14-წლამდე და 15-წლამდე ორი ასაკობრივი გუნდი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე პრაქტიკულ საფეხბურთო წვრთნებთან ერთად თეორიულ ცოდნას იღებენ. ამას გარდა, აღსაზრდელები საჯარო სკოლის განათლებას იღებენ, მათ ადგილზე სხვადასხვა პროფესიის მასწავლებლები ამეცადინებენ. აკადემიის მოსწავლეები სამედიცინო შტაბის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ასაკის შესაბამის ფიზიკურ მომზადებას გადიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია რუსთავში 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

აკადემიაში მუდმივად მცხოვრები ორი ასაკობრივი გუნდის გარდა, რუსთავის ტექნიკური ცენტრი ამხანაგური და საერთაშორისო მატჩების წინ ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 17-19 და 21-წლამდე ასაკობრივ ნაკრებთა საწვრთნელი შეკრებებისთვის გამოიყენება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930