18-08-2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს წალკის, დმანისის და ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს
15.00 საათზე, წალკაში, მმართველი პარტია მოსახლეობას ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
18.45 საათზე, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დმანისში წარდგენს.
20.00 საათზე კი მმართველი პარტია გოგი მეშველიანს ბოლნისის მოსახლეობას წარუდგენს.