18-08-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 VII მიკრორიაონის, კახეთის გზატკეცილის, რკინოგზის ჩიხის, მასივის III მიკრორაიონის, აკაკი წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), სამტრედიის, ხიზანიშვილის, კალოუბნის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ენუქიძის, ქინძმარაულის, ზემო მეტალურგიის და რქაწითელის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, ავთო ვარაზის, თამარაშვილის, ზედაუბნის, ქართველიშვილის, ჟღენტის, სამღერეთის, კოდალოს, მაღაროს, ენისელის, დობროლიუბოვის, ცოტნე დადიანის, ეკლესიის, კალიუჟინის, ზაქარაიას, ლოტკინის, თიგიშვილის, კონდოლის, მესხიშვილის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლები.