18-08-2020
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთლებულთა რიცხვი კი 6-ით გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ 10 პაციენტიდან ერთის წყარო მესტიის სოფელი ლენჯერია, კიდევ ერთი პაციენტის ისტორია ქობულეთის წყაროს, კონკრეტულად კი კაფე ,,ჰავანას’’ უკავშირდება.
,,ამასთან ერთად, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც კონტაქტში იყო კოვიდ ინფიცირებულთან.
ოთხი პაციენტი არის შემოსული სხვა ქვეყნიდან, აქედან ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძლოლია, მეორე სამედიცინო პერსონალია, ხოლო ორი პირის მოკვლევა კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს“-განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დღეის მონაცემებით კოვიდ ცენტრებშ ი მკურნალობას განაგრძობს 236 პაციენტი, საიდანაც 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 1351 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1098 ადამიანს შეადგენს. გარდაცვლილია 17 ადამიანი.