გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ჩვენ პრობლემების არ გვეშინია

18-08-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წალკაში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წელს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად მოვიდა და მოძალადე ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ. ჩვენ ერთად შევძელით და დავამკვიდრეთ მშვიდობა და სტაბილურობა.
ჩვენმა გუნდმა მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება დაიწყო. ჯანდაცვა საყოველთაო გახდა და ადამიანებს ვალების აღება, სახლების გაყიდვა გადაუდებელი დახმარებისთვის აღარ სჭირდებათ. ჩვენ დავიწყეთ მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვა უამრავი სოციალური პროგრამების განხორციელება იმ ადამიანებისთვისა და ჯგუფებისთვის, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

წალკა ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია, აქ მეგობრულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები და ყველას აერთიანებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, წალკელები საოცრად მშრომელი ხალხი ხართ, ამას ზუსტად ეს დამუშავებული, ნაყოფიერი ველები და მაღალგანვითარებული მესაქონლეობის კულტურა მოწმობს.

ამ მკაცრ კლიმატურ პირობებში შრომას კი სახელმწიფოს და ხელისუფლების თანადგომა, მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახის წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად ცოდნა სჭირდება.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ადამიანი, რომელიც გაატარებს და დაიცავს თქვენი, მუნიციპალიტეტის, აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მიმართულებით, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასევე ბევრია გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვეშინია ამ პრობლემების, იმიტომ რომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასევე ბევრია გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები და აქაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ერთიანობა და ერთად დგომა, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და გრძელდებოდა ყველა არჩევნებზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ წალკის, ეს არ იქნება მხოლოდ თქვენი მაჟორიტარის გამარჯვება. ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031