გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა სოფელ ბეშთაშენის ახალი გზა დაათვალიერა

18-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა და წალკის მერმა ილია საბაძემ სოფელ ბეშთაშენის ახალი გზა დათვალიერეს. „ქართული ოცნების“ ლიდერები განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დაინტერესდნენ.

როგორც წალკის მერმა აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან, სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 2019 წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 3,8 კმ გზა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930