გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთში შესვლის მიზნით საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო

18-08-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან ნებართვის მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

თურქეთის რესპუბლიკაში საზღრის კვეთის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა.

ნებართვის მისაღებად რეგისტრაციის გავლა მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ პორტალზე - abroadworkers.moh.gov.ge. განაცხადებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად განკარგულებთ გათვალისწინებული 7 დღიანი ვადისა, ამ ეტაპზე განცმხადებლებს შედეგის შესახებ პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

აჭარის დასაქმების სააგენტო უსასყიდლოდ ეხმარება მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში. რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს - http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/ ან დაუკავშირდნენ კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომრებზე: 1505 - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (0422) 24 78 82 (0422) 24 78 83 - აჭარის დასაქმების სააგენტო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930