გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად ვშრომობდით და გავაგრძელებთ შრომას ბოლნისის მომავალი წარმატებისთვის

19-08-2020

„ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რაც ამ დიდი, გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარს ეკისრება და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წინსვლის, განვითარების და წარმატების იმედი” - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში წარდგენაზე.

თავის გამოსვლაში დეპუტატობის კანდიდატმა პატივი მიაგო გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი ვაჟკაცები ქმნიან საქართველოს მებრძოლ სულს და ჩვენი მომავალი წარმატების საყრდენი არიან.

გოგი მეშველიანმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური კერიდან მოგესალმოთ და გესაუბროთ ჩემს ხედვებზე, იმაზე, თუ რას ვაპირებთ ჩვენს ძალიან დიდ და ძლიერ გუნდთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა აქ დამსწრეს, მივესალმო ჩემს თანამებრძოლს გენერალ კობა კობალაძეს,” – განაცხადა მან.

გოგი მეშველიანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. განვლილი წლების განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი. თუ 2013 წელს ჩვენი ბიუჯეტი შეადგენდა 14 მილიონ ლარს, 2019 წელი ჩვენ დავასრულეთ 33 მილიონი ლარით. ეს ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი პროექტის განხორციელება, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური და სხვადასხვა მიმართულებებით . ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სოფლის მეურნეობის პროგრამებში და პროექტებში. ხელშესახები პროგრესი გვაქვს მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. დღეს, როდესაც აქ მოვდიოდით, გზაზე ყველა შევამჩნევდით სამუშაოებს. ხორციელდება 26 მილიონი ლარის ღირებულების ისტორიული, ქალაქის წყალარინების პროექტი, რომელიც მომავალში ბოლნისის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს და ამ განვითარებაში ყველა ბოლნისელი პირველ რიგში ვგულისხმობთ ისტორიული, გერმანული უბნის რეაბილიტაციას, რომელმაც ჩვენ ტურისტულ რუკაზე განსაკუთრებული მიზიდულობის წერტილი და ცენტრი უნდა შექმნას. 4 მილიონ ლარამდე გაიღო ჩვენმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კაზრეთში, საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების პრობლემა მოწესრიგებულიყო. დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯა რატევანი - კაზრეთის გზაზე, მოგეხსენებათ, რა დღეში იყო ეს მაგისტრალი ყველა მიმართულებით, პრაქტიკულად ჩვენ არ დაგვრჩა ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარე სოფლები, სადაც მისასვლელი გზები არ გვაქვს. არის რამდენიმე იზოლირებული სოფელი, სადაც პროექტები დაწყებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში მასაც ბოლომდე მივიყვანთ” - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ბოლნისში 19 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა.

"ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ადამიანებს სოფლად ცხოვრების სტიმული და ხალისი დაუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდებთან მუშაობა. ბოლნისს ძალიან დიდი კულტურული და სპორტული ტრადიციები აქვს და მისი მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. გვაქვს ერთმანეთის სრული ნდობა, ყველამ იცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ გჯერათ იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად ვშრომობდით და გავაგრძელებთ შრომას ბოლნისის მომავალი წარმატებისთვის. ჩვენმა ერთობამ, აქ დამსწრე საზოგადოების თითოეული წევრის ერთობამ ორთვიანი მკაცრი კარანტინის პერიოდში ყველას დაგვანახა, რომ ჩვენი გაერთიანებით ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადალახვა შეგვიძლია. სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ხმამაღლა ვთქვა, ჩვენ ამ არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვებთ და კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის და საქართველოს წარმატებისთვის” - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930