გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

19-08-2020

„წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის 33 ცალი სხვადასხვა დასახელებისა და მოდელის მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 22 849,90 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი გადაკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 21 000-ზე მეტი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო საქართველო დატოვა 22 000-ზე მეტმა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე, საზღვარზე გადაადგილებული საქონლის მიმართ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930