გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდება

19-08-2020

დღეს, 14:00 საათზე გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII კლ.), ისტორიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგები.

შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge

შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 18 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმმასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდებაართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 12 000-მდე გამოსაცდელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930