19-08-2020
„დღეს გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი. მათ შორის, უნდა გამოიყოს წმინდა ექსპორტის დინამიკა. ეს გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ექსპორტი ზემოქმედებს საგადამხედელო ბალანსზე და სავალუტო კურსზე, არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც, ინვესტიციებთან და მოხმარებასთან ერთად,“-ასე ეხმაურება ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.
გიორგი ცუცქირიძეს წერს, რომ პანდემიის მიუხედავად 2020 წლის 7 თვეში 7 % ით არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით). საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარ -ივლისში 286 მილონ დოლარზე მეტი ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც 19 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მისი განცხადებით, საქონლის ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) იანვარ - ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 2 %-ითაა შემცირებული. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი და ეკონომიკური გაჯანსაღების ინდიკატორი ამავდროულად.
„აღნიშნული სტატისტიკა სრულ თანხვედრაშია რამდენიმე დღის წინა წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Fitch reiting-ის მიერ ქვეყნის სუვერენური საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებასთან, მაშინ როდრსაც Fitch-მა შეამცირა არა მხოლოდ ჩვენი სარეიტინგო ჯგუფში(BB) მყოფი ქვეყნების დიდი ნაწილის, არამედ ისეთი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით დივერსიფიცირებული ეკონომიკის ქვეყნების დიდი ნაწილის სუვერენული რეიტინგი, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი და კანადაა“-წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქ-გვერდზე.