გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილები ამბულატორიული დახმარების პროგრამის მიღებას ზუგდიდის "ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ

19-08-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, Covid-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, იწყებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ამბულატორიული დახმარების პროგრამას - "კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები დასავლეთის რეგიონში".

პროგრამა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტით. ბენეფიციარები პროგრამით სარგებლობას ზუგდიდის "ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ.

მსურველებმა განცხადება უნდა გადააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : contactus@mhsa.gov.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031