გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

19-08-2020

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

გმირთა მოედანზე იმყოფებოდა ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი.

გმირთა მოედანზე გამგზავრებამდე ანდრი ტარანს ქართველმა კოლეგამ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საერთო გამოწვევები და სტრატეგიული მიზნები მიმოიხილეს და უწყებებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930