გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: NDI-ის დელეგაციის კვლევაში უზუსტობებია

19-08-2020

„ჩვენი აზრით, არის გარკვეული უზუსტობები ამ კვლევაში, მაგალითად, როდესაც საუბარია რეკომენდაციაზე, რომ მედიასაშუალებაში არ მოხდეს დროებითი მმართველი შესვლა. კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას თეორიულადაც კი არ იძლევა. ამიტომ, ეს გვაფიქრებინებს, რომ გარკვეული უზუსტობებზე არის დაფუძნებული მაგალითად, ეს რეკომენდაცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ზოგადად, მისასალმებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ამ პროცესში მონაწილეობა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები რაც შეიძლება მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი საარჩევნო პროცესებში და ხელისუფლების მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რომ ეს იყოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში დემოკრატიულად სტანდარტების დაცვით და ეს ასეც იქნება აუცილებლად. ამ გზაზე, ჩვენ უკვე გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და თუ სხვა. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930