გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შშმ ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის პროგრამის ფარგლებში 14 ბენეფიციარი ურეკში მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებს

20-08-2020

შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 14 ბენეფიციარი ურეკში მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებს.

ბენეფიციართა პირველი ნაკადი (7 ბენეფიციარი ) ურეკში სასტუმროს ტიპის კომპლექსში 10 დღეს გაატარებს.

ბავშვები თანმხლებ პირებთან ერთად დღეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საკრებულოს დეპუტატმა გიგი გვარჯალაძემ გააცილეს.

პროგრამის მხარდამჭერია ასოციაცია „საბა“.

"მნიშვნელოვანია, რომ 10 დღის განმავლობაში ჩვენი შვილები მიიღებენ ექიმის კონსულტაციას და ამასთან ერთად მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებენ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცით", - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ინეზა კვაჭაძემ.
აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტის მერია 10 000 ლარით აფინანსებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031