გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია მღებრიშვილის პატიმრობაზე: უაღრესად სამწუხარო ფაქტია, ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

22-08-2020

უაღრესად სამწუხარო ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობას მისჯას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა საკითხის მოსაგვარებლად ყველა ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული.

„ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი იქნება ნორმალურად,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031