23-08-2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.
დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც შემდეგ კანდიდატებზე მოხდა შეჯერება:
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი;
ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია - კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
ონის მერობის კანდიდატი - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
კასპის მერობის კანდიდატი - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;
ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ცოტნე ანანიძე;
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი"- ნათქვამია განცხადებაში.