გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი: მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს, რომ ყველა პოლიტიკური ნარატივი, თითქოს საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი გაზრდილია, სიცრუეა

26-08-2020

მსოფლიოს 144 ქვეყნიდან, საქართველო ათეულშია კორუფციის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა კორუფციის წნეხის სიღრმის მაჩვენებლების მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეფასებები რამდენიმე ასეული სხვადასხვა ზომის ქართული კომპანიის გამოკითხვის შედეგად ჩამოყალიბდა.

„საკვლევი საგანი იყო კორუფციის ხარისხი ქვეყანაში და შედეგების მიხედვით, მსოფლიოს 144 ქვეყნიდან, საქართველო ათეულშია კორუფციის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, ასევე კორუფციის წნეხის სიღრმის მაჩვენებლების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პოლიტიკური ნარატივი, რომელიც სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან მედია სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა, რომ საქართველოში გაზრდილია კორუფციის მაჩვენებელი, არის სიცრუე, რასაც მსოფლიო ბანკის ეს მასშტაბური კვლევაც ადასტურებს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მსოფლიო ბანკი საწარმოთა კვლევას პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) 4 წელიწადში ერთხელ ატარებს და ყურადღებას ბიზნესგარემოს იმ მრავალ ასპექტზე ამახვილებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორის, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.

კვლევა საქართველოში 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა და ამ პერიოდში 581 სხვადასხვა კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930