26-08-2020
შავი ზღვისპირეთში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება - ბათუმსა და ქობულეთში განთავსებულია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც მიმდინარეობს ტურისტების ტესტირება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ უფასო ტესტირება Covid-19-ზე.
„მოვუწოდებთ ყველა იქ მყოფ ადგილობრივ მცხოვრებს და ტურისტს, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაიტარონ ტესტირება, რაც კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს არსებულ სურათს და კიდევ უფრო მეტ პრევენციას მოახდენს ეპიდემიოლოგიური ვითარების,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.