გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე: არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს ხალხი, რომლებიც დეკლარირებენ პროდასავლურობას, საქმით კი რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან

26-08-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ქართულ პოლიტიკაში ზოგადად პრორუსული ძალების არსებობის საფრთხეებზე ისაუბრა.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც წითელ ხაზებთან არის დაკავშირებული, მათ შორის პირადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის და ნებისმიერი ქართველისთვის, რომელიც თავის სამშობლოზე ისე ფიქრობს როგორც უნდა ფიქრობდეს, არის ძალიან ნათელი. და როდესაც განცხადებები კეთდება, და თუ კეთდება ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ვიცი სამწუხაროდ დეტალები, და არც მინდა, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს ან იმ ადამიანებს დავეყრდნო, ვინც ამ წარმომადგენლობით და ვინც ამ ოკუპაციით სარგებლობს, მაგრამ თუ ასეთი განცხადებები რეალურია, მაშინ ეს რა თქმა უნდა, თავის მხრივ, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მშვიდობით და განვითარებით უნდა ვიაროთ იმ გზაზე, სადაც დეოკუპაცია არის მიზანი და მიღწევადი შედეგი. დღეს თუ ხვალ, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება ამ ქვეყნის დეოკუპაცია და ერთადერთი გზა, ამ მიზნისკენ სიარულში, არის განვითარება, მშვიდობა და მჭიდრო პარტნიორობა ჩვენს საერთაშორისო დასავლელ პარტნიორებთან.

ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის წითელი ხაზები არის წითელი ხაზები და ოკუპანტთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გადაიხედება. ამავდროულად ვართ ძალიან პრაგმატულები და ხისტები და ვიცით ვინ ვინ არის. მტერს ჰქვია მტერი და ამ სიტყვის გადახედვაც კი არ იგეგმება არასდროს. ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ასე იფიქრებს და იაზროვნებს და ასე ვფიქრობთ ჩვენ. მაგრამ ამავდროულად, დამატებით აუცილებლად უნდა ვთქვა - არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხალხი, რომლებიც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ და ერთ შემთხვევაში, თუ ჩვენ საქმე გვაქვს ღიად გამოხატულ, დეკლარირებულ პრორუსულ ძალებთან, მეორე შემთხვევაში, არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს ის ხალხი, რომლებიც დეკლარირებენ, რომ ისინი პროდასავლელები არიან და მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ამავე დროს აკეთებენ რუსულ საქმეებს. ყოველთვის გავახსენებ მათ რუსებზე გაყიდულ სტრატეგიულ ობიექტებს, ოკუპანტ ქვეყანაზე, როდესაც ეს ოკუპაცია კიდევ უფრო გამოხატული და ნათელი იყო. კიდევ ერთხელ გავუხსენებ რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირეს, სადაც ქართველ სამხედროებს, ომიდან ორ თვეში ომის დაწყება დააბრალეს. კიდევ ერთხელ, კითხვაზე პასუხი არ გვაქვს ჩვენ - რა მივიღეთ, როდესაც მათ 2011 წელს მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის ანუ ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და სანაცვლოდ რა მივიღეთ არავინ არ იცის. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ პრორუსულ ძალებზე, რომლებიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ამ ქვეყნისთვის, ამავე დროს უნდა ვილაპარაკოთ იმ ძალებზე, რომლებიც ასე გარეგნულად, პროდასავლელები არიან, მაგრამ მათ არანაკლებ რუსული საქმე აქვთ ნაკეთები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930