გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა თანამედრივე ტექნიკით აღჭურვება

26-08-2020

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება. დაწესებულებას ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა. ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური სისტემები, ექოსკოპის აპარატი, საოპერაციო მოწყობილობები და სხვა.

,,ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა გეგმიურად მიმდინარეობს. კოვიდ ინფექციის გავრცელების პირველივე ეტაპზე სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით შევძელით, რომ სრულად მომხდარიყო ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა.

დღეს კლინიკას შეემატა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, საოპერაციო მოწყობილობები რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სცენარის შემთხვევაშიც კი რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეძლოს ერთის მხრივ კოვიდის ეფექტიანად მართვა და ასევე გრძელვადიანად შეძლოს შეასრულოს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ფუნქცია“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მიმდინარე წლის აპრილიდან ჩართულია კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930