გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სააკაშვილის როლმა 2008 წლის ომში და ოპონენტების შეუწყნარებლობამ, მის მიმართ დასავლეთში არსებული რწმენა შეარყია - დენიელ მაკლაფლინი

2-09-2020

"ბატონი სააკაშვილი დასავლეთის მთავარ მოკავშირედ აღიქმებოდა არასტაბილურ კავკასიაში, მაგრამ მისმა როლმა რუსეთთან 2008 წლის ომში და მისმა შეუწყნარებლობამ კრიტიკოსების მიმართ, შეარყია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების რწმენა მისი ხელისუფლების მიმართ" - ნათქვამია დენიელ მაკლაფლინის ავტორობით THE IRISH TIMES - ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ქართულენოვანი ვერსია foreignpress.ge - მ გაავრცელა.


მაკლაფლინის აღნიშნული მასალა ჯერ კიდევ მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობაში იყო.


სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სააკაშვილის მმართველობის დროს ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე და ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე.


"მედიის თავისუფლების საკითხის ხელმძღვანელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა, იმ რეპორტიორებზე თავდასხმებისა და მათი დევნის დამადასტურებელი მთელი რიგი უტყუარი ფაქტების შემდეგ, რაც საქართველოში ხდებოდა" - წერს მაკლაფლინი და დუნია მიატოვიჩის სიტყვებს ციტირებს:


"მე შეშფოთებული ვარ საქართველოში მომხდარი ამ ინციდენტებით და იმედი მაქვს, ხელისუფლება იღონებს ყველაფერს იმისთვის, რათა მსგავსი ტენდენცია სრულად შეცვალოს. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ შეუფერხებლად მუშაობა, მიუხედავად იმ მედიაორგანიზაციების პოლიტიკური კუთვნილებისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ".


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930