24-04-2018
ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ. ამის შესახებ BBC წერს.
დედოფალ ელისაბედ მეორეს მე-6 შვილიშვილი 3 კილოგრამსა და 83 გრამს იწონის. ჯერ უცნობია, რა დაარქვეს ახალშობილს. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
კემბრიჯის ჰერცოგინიამ თბილისის დროით 15:00 საათზე იმშობიარა. ინფორმაციას მედიისთვის სწორედ ახლა გახდა ხელმისაწვდომი.
ქეით მიდლტონმა მესამე ბავშვი წმინდა მერის საავადმყოფოში გააჩინა. პრინც უილიამს და ქეითს ორი შვილი ჰყავთ - 4 წლის ჯორჯი და 2 წლის შარლოტა.