28-01-2022
მედია/ლეშიჭამიებმა თავისი ერთი მხდალი ცილისმწამებელი ინფორმატორის მეშვეობით, ჩვეულ სტილში სრულ სიცრუეზე დაყრდნობით მორიგი ფეიკი ააგორეს მათთვის მიუღებელი პრემიერ-მინისტრის ოჯახზე, ამჯერად მის მეუღლეზე. ჯერ კიდევ არ გაქრა მეხსიერებიდან მათი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან მის არასრულწლოვან შვილებზე "ჟურნალისტური" თავდასხმა - ამჯერად მელაძემ და ინფორმატორმა სამიზნეში ნუნუკა თამაზაშვილი აირჩიეს - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, არც ერთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომ ელექტრონულმა აუქციონმა კანონის დარღვევით ჩაიარა - არც მელაძეს და არც მის ინფორმატორს არ გააჩნია.
მისივე თქმით, საუბარიაკანონიერი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული აუქციონის გზით, 5958 კვადრატული მეტრის ფართის ტყის მასივის 49 წლით იჯარით გადმოცემაზე ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის ვალდებულები.
ექსპერტი მელაძეს ურჩევს, თუ მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლებაზე სურს სიუჟეტის გაკეთება და ეს პროცესი უკანასკნელ წლებზე პროეცირებით გააშუქოს - "დაგუგლოს", "დასერჩოს", თავის ინფორმატორს მიაკითხოს და აუცილებლად აღმოაჩენს ინტერნეტში საინტერესო მასალებს ერთ სოციალურად დაუცველ პიროვნებაზე, ვინც სულ რაღაც სამ წელიწადში მილიონერიც გახდა და 200-ზე მეტი ჰექტრის მეპატრონეც.
„მედია/ლეშიჭამიებმა თავისი ერთი მხდალი ცილისმწამებელი ინფორმატორის მეშვეობით, რა თქმა უნდა ჩვეულ სტილში სრულ სიცრუეზე დაყრდნობით მორიგი ფეიკი ააგორეს მათთვის მიუღებელი პრემიერ-მინისტრის ოჯახზე, ამჯერად მის მეუღლეზე. ჯერ კიდევ არ გაქრა მეხსიერებიდან მათი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან მის არასრულწლოვან შვილებზე "ჟურნალისტური" თავდასხმა - ამჯერად მელაძემ და ინფორმატორმა სამიზნეში ნუნუკა თამაზაშვილი აირჩიეს.
იმ აბსურდული ბრალდებების არარსებულ ტექნიკურ დეტალებში, თითქოს მას ბაკურიანის ტყის ფონდის მასივები "აჩუქეს" - არც მინდა რომ შევიდე. ვინაიდან ამ სიცრუის შედარება სიმართლესთან - მელაძეს და მის ინფორმატორს ნამდვილად არ მოეწონება. არ მოეწონება სიმართლე, თუნდაც ორი ქალბატონის მიერ - გიული ალასანიასა და ლაურა ღაჭავაზე (ერეკლე კოდუას დედა), თუ რა კოლოსალური ოდენობის ქონება, ხოლო ამ უკანასკნელმა კი - მიწის ნაკვეთები განმუხურიდან, ბაკურიანის გავლით და კახეთით დამთავრებულით, რამდენ "ერთ ლარიანში" შეიძინეს.
ჩვენს შემთხვევაში კი საუბარი მიდის კანონიერი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული აუქციონის გზით, 5958 კვადრატული მეტრის ფართის ტყის მასივის 49 წლით იჯარით გადმოცემაზე ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის ვალდებულებით. არც ერთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომ აღნიშნულმა ელექტრონულმა აუქციონმა კანონის დარღვევით ჩაიარა - არც მელაძეს და არც მის ინფორმატორს, რა თქმა უნდა არ გააჩნია.
მელაძესთვის კი ერთი რჩევა მაქვს, თუ მას მაინცდამაინც მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლებაზე სურს სიუჟეტის გაკეთება და ეს პროცესი უკანასკნელ წლებზე პროეცირებით გააშუქოს - "დაგუგლოს", "დასერჩოს", თავის ინფორმატორს მიაკითხოს დახმარებით და აუცილებლად აღმოაჩენს იმავე ინტერნეტში საინტერესო მასალებს ერთ სოციალურად დაუცველ პიროვნებაზე, ვინც სულ რაღაც სამ წელიწადში მილიონერიც გახდა და 200-ზე მეტი ჰექტარის მეპატრონეც“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024