გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო დატოვა

5-07-2018

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აღარაა.

ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა.

ჩუგოშვილის თქმით, კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოდან საკუთარი ნებით წვაიდა და მისი ეს გადაწყვეტილება ლოგიკურიცაა.

„ინფორმაცია გარიცხვის შესახებ სწორი არაა. ვინაიდან ცვლილება მოხდა, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში, ბუნებრივია, რომ შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება - ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეცვლის ახალი. გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო პოლიტსაბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, რაც, ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები პოლიტიკურ საბჭოში მისი ახალი პრემიერით ჩანაცვლებისა“- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე კვირის წინ გიორგი კვირიკაშილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამ თანამდებობაზე ის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შეცვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031