გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოები ხორციელდება

23-08-2022

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

სოფელ სორგითში და ჭალაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სოფელ ჭალაში ასევე მდინარე ჭალურაზე არსებული ხიდის დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, მეწარმეებთან ერთად, აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.

 

დასრულებული პროექტების მონიტორინგის პარალელურად, სერგი ხიდეშელი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და რიგი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ სორგითში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ ხიდეშლები 2017" - მა, ხოლო სოფელ ჭალაში ი/მ ზურაბ მეშვილდიშვილის მიერ შესრულდა, ორივე სოფელში სამუშაოები სრულად დაფინანსებული იყო სახელმწიფოს მიერ და ღირებულება შეადგენდა 10 000 - 10 000 ლარს.

 

სერგი ხიდეშელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული პროექტების მონიტორინგს კვლავ აქტიურად განაგრძობს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930