გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კურორტ "გოდერძიზე" მთის კურორტების სააგენტოს ორი თანამშრომელი ხევში გადავარდა - ერთი დაიღუპა

11-07-2018

კურორტ "გოდერძიზე"- ე.წ. ჭანჭახის მთიდან კვადროციკლით მომავალი მთის კურორტების სააგენტოს ორი თანამშრომელი მამაკაცი ხევში გადავარდა და მათგან ერთი დაიღუპა.
გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია.
27 წლის დაშავებული კი, ხულოს მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა პაციენტი, 1991 წელს დაბადებული, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი. შემოსვლისას იყო მსუბუქი დაჟეჟილობა. მდგომარეობა სტაბილური იყო, პაციენტი იყო კონტაქტური“- განაცხადა ექიმმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930