გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

11-07-2018

შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 
შავგულიძემ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შავგულიძის თქმით, მათი მოთხოვნა, რომ სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო, არ დაკმაყოფილდა.
„შევუთვალე საპროკურორო საბჭოს, რომ ვხნი ჩემ კანდიდატურას და ამის მიზეზია ის, რომ მიუხედავად სრულიად დასაბუთებული და ლოგიკური მოხოვნისა, რომ სხდომა გახსნილიყო მედიისთვის და შესაძლებელი ყოფილიყო მისი ტრანსლირება, დღესაც იქნა დაყენებული ეს საკითხი ოთო კახიძის მიერ, თუმცა როგორც ჩვენთვის ცობილი გახდა, უარი ითქვა.
ასეთ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობა შექმნის უბრალოდ დემოკრატიულობის ანტურაჟს“- განაცხადა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი უნდა შეარჩიონ. კანდიდატი ამ ეტაპზე ორია - შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930