გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთი ბანკმა მასწავლებლები დააჯილდოვა

19-12-2017

ლიბერთი ბანკმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილე 11 მასწავლებელი დააჯილდოვა. 

გამარჯვებულმა ათმა პედაგოგმა კონფერენციაზე სხვადასხვა რესურსის პრაქტიკაში გამოყენებისა და განხორციელებული სასწავლო პროექტების ამსახველიპოსტერები წარადგინა. ლიბერთის პრიზი გადაეცა იმ მასწავლებელსაც, რომელიც კონფერენციაზე პირველი დარეგისტრირდა.

ლიბერთი ბანკი მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისკონფერენციის სპონსორია და ზოგადი განათლების მხარდაჭერის მიზნით არაერთი წარმატებული მასწავლებელი დააჯილდოვა.

ლიბერთი ბანკი პრიორიტეტს სწორედ იმ პედაგოგებს ანიჭებს, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიებს. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყოველწლიური კონფერენციის მიზანიც მასწავლებლებსა და ამ სფეროს სპეციალისტებს შორისპრაქტიკის ურთიერთგაზიარებაა. 

აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათშორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.


ლიბერთი ბანკის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საგანმანათლებლო სექტორთან ურთიერთობა წარმოადგენს და საბანკო სფეროში ლიდერისპოზიციას ინარჩუნებს. დღეისათვის ბანკის მომსახურეობით 1670 სკოლის 55000 პედაგოგი სარგებლობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მთლიანირაოდენობის 81 პროცენტს შეადგენს. მომავალში ლიბერთი ბანკი საგანმანათლებლო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930