გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

19-12-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1996 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ე.ა. და 1987 წელს დაბადებული ბ.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული წყლის გამათბობელი ავზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბ.ღ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 11 შეკვრა ნაქურდალი მეტლახი. პოლიციამ მ.კ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და გასხვისებული სხვადასხვა ნივთები: წყლის გამათბობელი ავზი, ცენტრალური გათბობის 7 რადიატორი, ელექტროჩამრთველების დაფა და ხელსაბანი ნიჟარა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031