გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: სტატუსზე რეკომენდაციის გაცემიდან მალევე აბსოლუტურად ჩამოიშალნენ; ეს არის მათთვის „წარუმატებლობის საგა“

14-11-2023

დავით მათიკაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ჯერ იყო ტემპერატურის აწევა, რომ სტატუსი ყველაფერს ნიშნავს, რათა გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება, საქართველოს არ მიეღო სტატუსი, ხელისუფლება შეეცვალათ და თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში „ სტატუსზე რეკომენდაციის გაცემიდან მალევე აბსოლუტურად ჩამოიშალნენ. ეს არის მათთვის, შეიძლება ასე დავარქვათ, „წარუმატებლობის საგა“. ვინც პარლამენტში შევიდოდა პუფებს რომ ეძახდნენ, იქიდან დაწყებული დღემდე, რა გზა გაიარა ოპოზიციამ, დეგრადაციის და ნულს ქვემოთ, ფსკერს ქვემოთ დაშვების, წარუმატებლობის გზა, ამაზე შეიძლება დიდხანს ვიმსჯელოთ, არ ღირან დიდხანს სამსჯელოდ. – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია POS TV-ის ეთერში განაცხადა.


დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციამ მოახდინა ტემპერატურის აწევა, რომ სტატუსი ყველაფერს ნიშნავს, რათა გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება, საქართველოს არ მიეღო სტატუსი, ხელისუფლება შეეცვალათ და თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში.


„ერთი რაღაც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ და ვთქვათ, ის რაც საზოგადოებამ არაჩვეულებრივად დაინახა, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ეს ადამიანები დადიოდნენ დღედაღამ ევროპის დედაქალაქებში, იხვეწებოდნენ, რომ საქართველოს არ მიეღო ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსი. ესე იგი საქართველოს არ მიეღო სტატუსი, იმისთვის, რომ გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება. ჯერ იყო ტემპერატურის აწევა, რომ სტატუსი ყველაფერს ნიშნავს, რომ გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება, რომ საქართველოს არ მიეღო სტატუსი, ხელისუფლება შეეცვალათ, თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და რა გეგმებიც საკუთარ მრუდე დღის წესრიგში აქვთ ამ პარტიებს ის გეგმები განეხორციელებინათ.


ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩამოეშალათ, დაენგრათ. მოხდა მათი ლუსტრირება, მოხდა მათი ჭეშმარიტი სახის კიდევ ერთხელ კარგად გამოაშკარავება და დღეს არანაირი შანსი არ გააჩნიათ იმის, რომ პოლიტიკურ პაექრობაში ქართულ ოცნებას რაიმე სახით დაუპირისპირდნენ“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930