გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

30-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას, აკვაკულტურის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს.


ოთარ შამუგიამ ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.


„საქართველო და ნორვეგია არაერთი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების, ასევე, წყლის რესურსების მართვის კუთხით. თუმცა არსებობს არაერთი მიმართულება, სადაც შესაძლებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ამ საკითხში ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ წყლის რესურსების მართვის, ასევე სამრეწველო ემისიების შესახებ მიღებულ კანონებზე, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად არსებულ პროექტებზე, აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის ღვინის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე.


ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930