12-01-2018
უცხოეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქება, არათუ ერთი საუკუნის წინ, არამედ დღესაც, ინტერნეტის ეპოქაში, არაა ადვილი საქმე, თუმცა ქართული მედია ამას 1900-იანი წლების დასაწყისშიც საკმაოდ კარგად ახერხებდა.
პორტალი nsp.ge, 1916 წელს გამოცემულ გაზეთ „თანამედროვე აზრის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას გთავაზობთ, სადაც ნიუ-იორკსა და ლონდონში მომხდარი ამბებია გაშუქებული:
„ნიუიორკი. სავაჭრო გემებს „ბასტონ-კესტლის“ და „პაციფიკს“ ცეცხლი გაუჩნდა. მრავალი ასი კაცი თავის გადასარჩენად წყალში ჩაცვივდა. „ბოსტონ-კესტლ“-ზე 25 კაცი აკლია. ზარალი მილიონ დოლარს უდრის. გემები გადაარჩინეს, ისინი სერიოზულათ დაზიანდნენ.
ლონდონი. სამხედრო მინისტრმა აღმოსავლეთ აფრიკიდან შემდეგი დეპეშა მიიღო: ვლაიტის გორაკის დაზვერამ ამოაჩინა, რომ ის მტერს მტკიცეთ აქვს გამაგრებული. მიდამოებში გერმანელთა რეზერვებია. ბრძოლაში ჩვენ 172 კაცი დავკარგეთ. ჩვენმა ჯარმა ვლაიტიდან ორი მილის მანძილზე გადასჭრა რკინის ლიანდაგი“-წერს გაზეთი „თანამედროვე აზრი“ უცხოეთის რუბრიკის ქვეშ. (სტილი დაცულია)
NSP.GE ©