გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Axios: „რესპუბლიკელი“ ბრაიან მასტი აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება

10-12-2024

„რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელი ფლორიდიდან ბრაიან მასტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის შემდეგი თავმჯდომარე გახდება. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.


ამერიკული გამოცემის ცნობით, მასტმა უკვე მიიღო მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისი თანაპარტიელებისგან.


აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სხვა პრეტენდენტებიც იყვნენ: დარელ ისა („რესპუბლიკელი“ კალიფორნიიდან), ჯო უილსონი („რესპუბლიკელი“ სამხრეთ კაროლინიდან) და ენ ვაგნერი („რესპუბლიკელი“ მისურიდან).

მასტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ბრძოლის დროს ე.წ. რუხ კარდინალად ითვლებოდა, მაგრამ ორშაბათს გამართული მოსმენის დროს მან საკუთარი პრეზენტაციით თანაპარტიელებზე შთაბეჭდილება მოახდინა. ამ თანამდებობაზე ის ტეხასელ მაიკლ მაკოლს შეცვლის.


როგორც Axios-ი აღნიშნავს, მასტის იდეები უკრაინისთვის დახმარების საკითხში ტრამპის პოზიციებს ემთხვევა. ის უფრო ახლოსაა ტრამპის პოზიციებთან, ვიდე ვაგნერი ან უილსონი. მასტი კომიტეტს აშშ-თვის ტურბულენტურ პერიოდში ჩაიბარებს: ისრაელის ომი ღაზის სექტორში, სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა, რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წელი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის მოკავშირეებზე ჩინეთის გავლენის ზრდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031