გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: სამარცხვინოც კი იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფეხზე წამოდგომით სცადა დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევა, მაშინ როცა ტრამპი მისკენ ზურგით იყო

10-12-2024

„ის სურათი, რაც ვიხილეთ, როცა სალომე ზურაბიშვილი ფეხზე წამოდგომით ცდილობს დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევას, მაშინ როცა ტრამპი მისკენ ზურგით არის, გარკვეულწილად, სამარცხვინოც კი იყო“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამაც პირდაპირ განაცხადა, რომ თავიანთი საქმე 20 იანვრამდე, ანუ, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწრონ, რაშიც თბილისში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე „მაიდნის“ მოწყობასა და ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობენ.


„ზურაბიშვილის ის სამწუთიანი საუბარიც ტრამპთან, [რისი ვიდეოც გავრცელდა], სიღრმისეული საკითხებისთვის საკმარისი არ მგონია რომ იყოს. სწორედ ამიტომ გამოხატავდა ზურაბიშვილის მიმიკა უიმედოობას. ჩვენთანაც, რადიკალურმა ოპოზიციამ პირდაპირ განაცხადა, რომ თავიანთი საქმე 20 იანვრამდე, ანუ, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწრონ, რაშიც თბილისში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე „მაიდნის“ მოწყობასა და ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობენ. ეს პროცესი ძალიან ჰგავს უკრაინის წარსულს, რამაც ამ ქვეყანას ძალიან მძიმე აწმყო - ომის ქარცეცხლში გახვევა მოუტანა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031