გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

16-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2006 წელს დაბადებული მ.ღ. და წარსულში ნასამართლევი პირები - 1970 წელს დაბადებული მ.გ. და 2004 წელს დაბადებული ე.კ.


დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ და „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930