გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფოთში დაპირისპირება ბიულეტენზე თვალის გაყოლებას მოჰყვა

28-11-2018

უჩვეულო მიზეზის გამო ხმაური იყო ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მხოლოდ იმიტომ ატეხა ხმაური, რომ მისი აზრით, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა თვალი გააყოლა კაბინიდან გამოსული მოქალაქის ბიულეტენს.


დაპირისპირების გამო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა. ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც მივიდა. 


არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728