გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

30-10-2026

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს.


სიორიძის თქმით, ბრალდება, თითქოს ის რუსეთს აღიზიანებდა და ამის გამო მისი აკრძალვა უნდა მოხდეს, უმძიმესია.


მისივე განმარტებით, გაუმართლებელია მსჯელობა, თითქოს საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კონფლიქტის მხარეს პოზიცია უნდა დაიკავოს.


„ბრალს მდებენ, თითქოს რუსეთს ვაღიზიანებდი და ამის გამო ჩემი აკრძალვა უნდა მოხდეს. უმძიმეს ბრალდებას მიყენებენ და მაგალითად მოჰყავთ მოსაზრება, რომ საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, კონფლიქტის მხარეს უნდა დაიკავოს პოზიცია, რათა რუსეთი არ გააღიზიანოს. მაშინ, როდესაც ფინეთი ომის შემდეგ ნატოს წევრი გახდა.


ეს ის მოცემულობაა, რომელიც 2012 წლის თებერვლის შემდეგ დადგა. ფინეთთან პარალელი მხოლოდ ამ კონტექსტში მომყავს და მასზე ვრცლად არ ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ ის საფრთხეები, რომლებზეც ახლა „ქართული ოცნება“ საუბრობს, წარმოსახვითია და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა სიორიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30