2-11-2026
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მას მისი შვილის მმართველობის დროს, სააკაშვილის მიერ ჩადენილი შეცდომა არ დაუნახავს.
ამის შესახებ გიული ალასანიამ იაგო ხვიჩიას გადაცემაში ისაუბრა.
კითხვაზე, - „რა მიგაჩნიათ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც მან არჩევნები წააგო?“, ალასანიამ უპასუხა:
„მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახია. შეიძლება არ ვარ ობიექტური, მაგრამ სულ რომ დავივიწყო, რომ ჩემი შვილია, მე რასაც ვადევნებდი თვალს და რა ინფორმაციაც მაქვს, იქ შეცდომა არ დამინახია.
ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ საჭირო იყო პარალელურ რეჟიმში ხალხთან მუშაობა უფრო აქტიურად და ეს ხალხი კარგად ინფორმირებული უნდა ყოფილიყო მაგრამ ესეც ვერ ხერხდებოდა. ერთხელ ამბობდა, (მიხეილ სააკაშვილი რედ.) სულ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ კი, ვმოძრაობდით, ვაკეთებდით მაგრამ თითქოს ზურგზე, კისერთან იმპერიის სუნთქვას ვგრძნობდი და ვჩქარობდითო“ - განაცხადა ალასანიამ.
13-05-2026
1-11-2026
25-10-2026