გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: აგენტურა ოპოზიციას დაერქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, არანაირი აზრი არ აქვს - აგენტურა არის აგენტურა

3-11-2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ე.წ. ოპოზიციური პარტიები რეალურად, აგენტურას წარმოადგენენ.

 

მისი განცხადებით, სხვადასხვა პოზიციური პარტიის ,,დედა პარტიისგან" გამიჯვნის მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებამ იცის, რომ რეალურად ეს ძალები ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამიას წამოცდენამაც დაადასტურა.

 

„აგენტურა ოპოზიციას დაერქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს - აგენტურა არის აგენტურა და ჩვენ ვხედავთ იმ ხუთ ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც  სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. შემდეგ, სხვადასხვა განულებული ანასხლეტი, რომელიც საზოგადოებას ისევ და ისევ ანახებს იმ უნიჭო სცენარს და რაღაც შიდა ბატალიებით, სასამართლო დარბაზში დღეში ხუთჯერ გაიმიჯნებიან თუ ოთხჯერ, ამაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო შეურაცხმყოფელ და ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს, ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომ ემიჯნებიან თავის დედა პარტიას, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ბატონი ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი. რაც არ უნდა ამტკიცოს ჩამოთვლილმა სახელმა და გვარმა, სხვადასხვა დანაყოფმა, რომ ისინი  არ არიან ამ რეჟიმის მეხოტბეები და ამ რეჟიმის ნაწილი, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს მიიღებს ჩვენს ქვეყანაში. ეს საბოლოოდ, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, განსაკუთრებით - ბოლო არჩევნების დროს, დაამტკიცა [ხალხმა] იმ დროს, როდესაც უპრეცედენტო იყო ქვეყნის შიგნით ამ აგენტურის მოქმედება და ქვეყნის გარედან უპრეცედენტო იყო ის ბულინგი და ზეწოლა, რაც ჩვენ ქვეყანაზე ხორციელდებოდა.“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30