გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია

4-11-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც მისი თქმით, მოწმობს, საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართ.


ანანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა.


„პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია“, - წერს ცოტნე ანანიძე.


შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30