გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია: ჩვენ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა გვსურს და არა კარგი ფოტოები, ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა

4-11-2026

„ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნია ბრიუსელში, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ „ევრონიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, იცის თუ არა პრემიერმა, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ.


როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა სურს და არა კარგი ფოტოები.


„როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები.


ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“, - წერს გიორგი გაბუნია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30