გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: „ევრონიუსს“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს - „დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა“

4-11-2026

ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორი ბაჩო ოდიშარია, „ევრონიუსის“ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სტუმრობას სოციალურ ქსელში აფასებს და 1981 წელს, თბილისის „დინამოს“ გამარჯვებასთან პარალელს ავლებს.


კერძოდ, ოდიშარია აცხადებს, რომ ბრიტანული პრესის მსგავსად, რომელიც 1981 წელს წერდა, რომ ფეხბურთის სამშობლოში ქართველებმა ასწავლეს ფეხბურთი, „ევრონიუსსაც“ შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა მათ დემოკრატიის მასტერკლასი ჩაუტარა.


„1981 წელს თბილისის „დინამომ“ „ვესტ ჰემი“ 4:1 რომ გაანადგურა, ბრიტანული პრესა წერდა: „ფეხბურთის სამშობლოში ქართველებმა ფეხბურთი გვასწავლესო“.


ჰოდა, „ევრონიუსსაც“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: „დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30