4-11-2026
ევროკომისია ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას ითავსებს და საქართველოს კონსტიტუციურობის განმსაზღვრელად გვევლინება - 2026 წლის ანგარიშში ბრიუსელი ამტკიცებს, თითქოს მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი ცალმხრივად დღის წესრიგში აღარ დააყენოს, ქვეყნის კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება.
დოკუმენტში ბრიუსელის წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ევროინტეგრაციის კურსი ეჭვქვეშ დააყენონ.
ტექსტში ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება - ბრიუსელი თავად იღებს პასუხისმგებლობას განაცხადოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგში ცალმხრივად აღარ დააყენოს შესახებ მოდის პირდაპირ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის: საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი კვლავ ახორციელებს პროცესის კოორდინაციას, ხოლო საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ინარჩუნებს თავის ზედამხედველობის ფუნქციას. მიუხედავად ამისა, ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მხარეებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები აღარ იმართება.
13-05-2026