გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

4-11-2026

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”.

საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.


ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი „ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა.


ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30