4-11-2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
ფიზიკური პირების,
ნ. ჯ.-ისა (მისამართი: სამტრედია, დიდგორის მე-3 შესახვევი #9)
მ. კ.-ის (მისამართი: სამტრედია, დიდგორის ქ.140) კუთვნილ სასაკლაოებზე კრიტიკული შეუსაბამობები (ვეტერინარული და უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა) გამოვლინდა.
დადგინდა, რომ ცხოველების (გოჭების) დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა. ამასთან, ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
ნედლი თევზის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა. ინდივიდუალური მეწარმე გ. შ. ( მისამართი: სენაკი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) საქმიანობას ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა: ნედლი თევზის დისტრიბუცია და შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა არასათანადო პირობებში, მსუბუქი ავტომობილით, ტემპერატურული რეჟიმებისა და ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევით. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
13-05-2026