გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ ჩვენი ქვეყნის პავილიონში, რომელიც შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში იხსნება

4-11-2026

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. 

როგორც მიხეილ ხიდურელი აცხადებს, გარდა იმპორტიორებისა, შეხვედრები გაიმართა სხვა დარგის კომპანიებთანაც.
 
“ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება. წელს საქართველო გამოფენაზე სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ეროვნული, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურასა და პოტენციალს წარმოაჩენს და ორი ბიზნეს პავილიონი. ჯამში გამოფენაში ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით 37 ქართული ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობს“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
  
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარდგება, სადაც  ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, რაც ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30